FAIL (the browser should render some flash content, not this).

 

დარეჯან ადამაშვილი

მხატვარ – კერამიკოსი

–––დღეს ჩვენი სტუმარია მხატვარ კერამიკოსი, არაჩვეულებრივი ნიჭის და ხელოვნების პატრონი, ქალბატონი დარეჯან ადამაშვილი, მოგესალმებით ქალბატონო დარეჯან, გთხოვთ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ, გვითხარით როგორ და საიდან დაიწყო ყველაფერი...


---
დავიბადე თბილისში 1968 წლის 10 ნოემბერს, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში, სადაც ყველა ბავშვს შეეძლო ოცნება აესრულებინა. დედაჩემი იხსენებს რომ ჩემი საყვარელი სათამაშო პლასტელინი იყო. მთელი დღე ვიჯექი და ვძერწავდი: ადამიანებს, სოფლებს, ქალაქებს. გავშლიდი მთელ ოთახში ფიგურებს და ყველაფერი იყო პლასტელინში. კარგი მოსწავლე ვიყავი. მათემატიკურ გაძლიერებულ სკოლაშიც კი ვაბარებდი. მაგრამ ვიქნებოდი ასე 14 წლის, რომ პლასტელინი ისევ ჩამივარდა ხელში. გამოვძერწე მოხუცი პაპა და ბებო. ისეთი კარგი გამოვიდა, რომ დედამ რომელიც პლასტელინს ვერ იტანდა და ხელოვნებაში ვერაფერს ერკვეოდა, მეზობლებში გაიქცა შედევრის საჩვენებლად. მირჩიეს რომ იქვე მცხოვრებ მოქანდაკე თამაზ გოთუასთან გამეარა კონსულტაცია. ასეც მოვიქეცი და პირველად მაშინ გადმომხედა ღმერთმა. გადაწყდა ჩემი მომავალი. ხელოვნების უსაზღვრო სივრცეში კარი გამიღეს და მეც სიამოვნებით შევაბიჯე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემი აკადემია გახდა "კერამიკული კომბინატი" სადაც დავიწყე მუშაობა. აქ ვნახე თიხის საოცარო მაშტაბები. რომელიც იწყებოდა პატარა ჭინჭილიდან და აღწევდა უდიდეს სამშენებლო მასალებს. აქ შევხვდი ადამიანებს, რომლებმაც მასწავლეს როგორ შეიძლება შეიქმნას ხელოვნების ნიმუშები. აქაც შეამჩნიეს ჩემი ნიჭი და ერთერთი ნამუშევარი მასიურ წარმოებაში გამოუშვეს. ჩემი მეუღლე ჩემნაირი აღმოჩნდა. მისმა ცოდნამ და ჩემმა პრაქტიკამ გაგვაკეთებინა სახელოსნო. აქ მე გავაცოცხლე ის პერსონაჟები რომლებიც ჩემს გონებაში ცხოვრობდნენ. ვცდილობდი შემექმნა ისეთი გმირი ხასიათით რომ ყოფილიყო გასაგები და გაყიდვისუნარიანი. შემოქმედებითი ჩარჩოები გაგართოვდა. ვიღებდი გამეფენებში მონაწილეობას, გავხდი ლაურიატი, პრიზიორი. დავიწყე პედაგოგიური მოღვაწეობა. ვასწავლიდი ბავშვებს. თითოეულ მათგანში ხელოვანს ვხედავდი. ისინი ამჩნევდნენ ამას და ქმნიდნენ იმ სამყაროს რომელიც ყოველ ჩვენთაგანშია. ერთხელ მკითხეს რაზე ოცნებობო? დავფიქრდი, ოცნება არ მქონდა. რაც თავში მომივიდა ეს იყო: " მინდა ამერიკაში ვიყო, ჯაზურ კლუბში ვიჯდე, ზანგს უსმენდე და ვსუნთქავდე იქაურ ჰაერსო." და აი მეორედ გადმომხედა ღმერთმა. აღმოვჩნდი ამერიკაში, ოცნებების ქვეყანაში. ამ უსაზღვრო სივრცეში, სხვა განზომოლებაში, რომელიც ან ჩაგიხუტებს, ან ნისლში დაგკარგავს. ხელოვანისთვის ეს არის ადგილი სადაც სრული თავისუფლება აქვს. მრავალფეროვანი პალიტრა, ემოციების მრავალი გამოხატულება. აქმე შევხვდი სამყაროს, რომელიც ჩემს გონებაში ცხოვრობდა. ეს ფიგურები რეალურად არსებობდნენ ამ უზარმაზარ მიწაზე.

--- როდის და სად ჩატარდა პირველი გამოფენა?

--- პერსონალური, პირველი გამოფენა ჩატარდა 2007 წლის ზაფხულში, გალერეა "ვერნისაჟი: ქალაქი თბილისი. ამ გამოფენის შემდეგ დაინტერესდა როგორც ქართველი ისე უცხოელი დიზაინერები და პროდიუსერები.

--- თქვენი გეგმები ამერიკის შეერთებულ შტატებში

--- დაგეგმილი მაქვს ჩემი ნამუშევრები გავაცნო ამერიკის მოსახლეობას, ჩავატარო სხვადახვა სახის გამოფენები და სურვილი მაქვს ერთ ერთი ჩემი კომპიზიციიდან ქანდაკების დავდგა. ახლო მომავალში დაგეგმილია ჩემი პირველი გამოფენა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ–იორკში. სადაც გამოფენილი იქნება როგორც ძველი ისე ახალი ნამუშევრები. ამ პროექტის პროდიუსერია კომპანია "გელანი ა.შ.შ."


დაათვალიერეთ ფოტო ალბომი

–– როგორც უკვე იცით საპროდიუსერო ცენტრი "გელანი ა.შ.შ" 23 ივლისს, გთავაზობთ ქალბატონ დარეჯან ადამაშვილის გამოფენას. დაწვრილებითი ინფრომაცია იხილეთ გვერდზე შემდეგი შოუ

წარმატება უსურვოთ ამერიკაში ჩვენ თანამემამულე ქალბატონს და იმედი ვიქონიოთ რომ არა ერთხელ ასახელებს ჩვენ სამშობლოს.

საპროდიუსერო ცენტრი "გელანი ა.შ.შ."
ივლისი, 2008 წელი.

 

 

უკან დაბრუნება

   
users online

 


Copyright © www.gelanyusa.com. 2007-2008 All Rights Reserved