FAIL (the browser should render some flash content, not this).

 

თენგო სეფიაშვილი

DJ.TENGO

WWW.DJTENGO.COM

*** თენგო დაიბადა 1974 წლის 26 სექტემბერს, ქალაქ თბილისში, 3 წლიდან ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, თენგო გახლავთ ელექტრონული მუსიკის მიმდევარი, 1994 წლიდან უკრავდა Hip-Hop, Rock, Dance Music. უკრავს ყველანაირ DJ–ის ინსტრუმენტზე, ასევე: აკუსტიკური, ელექტრო, ბას გიტარა, ფორტეპიანო და სხვა ინსტრუმენტებზე. გვინდა ავღნიშნოთ რომ 3 წლიდან საქართველოს გარეთ იმყოფება და მიხედავად ამისა ის შესანიშნავად საუბრობს ქართულად, ეს მისი ქართველი მეგობრების დამსახურებაა მას ძალიან უყვარს საქართველო და უახლოეს მომავალში გეგმავს დიდი შოუს გაკეთებას ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში.

--- როდის დაიწყე სერიოზულად ფიქრი შენ კარიერაზე?

--- 1995 წლიდან ვმუშაობდი და 2000 წლიდან დავიწყე სერიოზული მუშაობა სტილზე Mashup, უკრავდი ნიუ–იორკის კლუბებში.

--- როდის გადახვედი House Music-ის სტილზე?

--- 2003 წლიდან გადავედი სტილზე ,,HOUSE" უკრავდი სხვადასხვა კლუბებში: New York: Pacha, Panjia, Nocturnal, One. MIAMI: Sagamore, Shore Club, Brazil- Rio: Privolidje. Mais და სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა კლუბებში.

--- ვინ არის შენი მენეჯერი და რატომ ქვია შენ საღამოებს "საოდუმლო საზოგადოება" ? (Secret Society)

--- ჩემი მენეჯერის სახელია ,,რედ" 1 წელია რაც ჩემთან მუშაობს, პარალელურად მუშაობს კლუბ PACHA-ში, ერთხელ მოვიდა როცა უკრავდი "მანჰეტენის" პატარა კლუბში Le Souk. მითხრა რომ ეს კლუბი შენთვის პატარა არისო და მოხდა ისე რომ წამოვედი და დღეს უკვე დიდ კლუბებში ვმუშაობ. რაც შეეხება ამ სათაურს: მე ვიცნობ ბევრ ხალხს ვისაც მოსწონს მუსიკა და ვისაც სწორად ესმის House მუსიკა და ასეთი ხალხი დღეს დაკარგულია და ამიტომაც როცა მე ვარ ამა თუ იმ შოუზე "საიდუმლო საზოგადოების" (Secret Society) პროექტით, ყველა ეს ხალხი მოდის ჩემთან.

--- რა გეგმები გაქვს მომავალში?

--- ჩემი პირველი House Music ალბომი მზადების პროცესშია და მალე გამოვა ამერიკის ბაზარზე, ამ წელს ვგეგმავ კლუბ pacha-ში შოუ–საღამოებს.

--- საქართველოში თუ აპირებთ ჩასვლას?

--- საპროდიუსერო ცენტრ GELANY USA-თან ერთად ვგეგმავთ ძალიან დიდ პროექტს თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში, ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

 

როგორც იცით თენგო დაუკრავს 14 მარტს Spring Love Party-ზე, ასევე ჩვენ გავაშუქებთ თენგოს სხვა საღამოების ანონს. ჩვენ კი მოდით დიდი წარმატებები უსურვოთ და ვიმედოვნოთ რომ იგი კიდევ უფრო პოპულარული ვარსკვლავი გახდება არა მარტო შეერთებულ შტატებში არამედ მსოფლიოში.

უკან დაბრუნება

   
users online

 


სიახლე
აუდიო, ვიდეოფოტო გალერეარადიო შემდეგი შოუპროექტებიაფიშა ინტერვიუცნობარი
ფორუმი და ჩეტიგართობაბმულებიარქივიჩვენ შესახებკონტაქტი

Copyright © www.gelanyusa.com. 2007-2009 All Rights Reserved