FAIL (the browser should render some flash content, not this).

 

ქართველ ემიგრანტთა მომსახურების ცენტრი აშშ-სა და კანადაში
3070 Brighton 1st Street, #A
Brooklyn, NY, 11235, USA

(ნახეთ სამარშრუტო რუქა)
Tel: 718-490-3179 - Fax: 347-713-5386
E-mail: qartveliemigrantiusa@yahoo.com

მომსახურება 24 სთ, 7 დღე, ყველა შტატში, ინდივიდუალურად და ფოსტით, სახლში მომსახურებით;
დაგვიკავშირდით წინასწარ
.

* საემიგრაციო სამსახური; (აშშ-ში) (ყველა სახის საემიგრაციო ფორმების შევსება და გაგზავნა; საემიგრაციო ინტერვიუსთვის მომზადება; თარჯიმნის საემიგრაციო ინტერვიუზე თანხლება)
*
თარგმანი (დოკუმენტების და სხვ. ნოტარიზებული);
*
თარჯიმანი (სასამართლოში, ციხეში, საემიგრაციო და სხვა სახის ინტერვიუზე);
*
მინდობილობა, თანხმობა და ანდერძი აპოსტილით (ერთ დღეში!);
* აშშ დაბადების და სხვა სახის
მოწმობები აპოსტილით (უმოკლეს ვადაში!);
* საქართველოს პასპორტი (ვადის გაგრძელება-3დღ; ახალი-1 თვე; ახალი პასპორტი
საქართველოში – 5 დღ) (
ვეხმარებით უვიზოებსაც! დაგეხმარებით დაკარგული პასპორტის შემთხვევაშიც!);
*
ნიუ-იორკის მართვის მოწმობა, თეორიის ტესტზე გაყვანა (იქვე მიიღებთ “Lerner Permit”-s)
SS აუცილებელია;
*
განქორწინება ნიუ-იორკში და საქართველოში (სასამართლოს გარეშე!);
* ორმაგი მოქალაქეობა * ნოტარიუსი
* "Green Card "-ის ლატარეა (ოქტომბრიდან დეკემბრამდე). სახლიდან გამოუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან!
* საქართველოდან აშშ-ში ჩამოსული მგზავრების ნიუ-იორკში, აეროპორტზე დახვედრა, ქართულ, იაფფასიან სასტუმროებში დაბინავება და სამსახურის შესახებ ინფორმაციის მიღებაში დახმარება.

 

ჩვენს შესახებ:




1. ცენტრი მდებარეობს ყველასათვის მოსახერხებელ ადგილზე, ბრაიტონის პირველ ქუჩაზე.

2. ცენტრში დარეკვა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს (24 სთ. განმავლობაში, გვიან საღამოსაც კი, შაბათ-კვირის ჩათვლით!), პასუხს ან დაუყოვნებლივ მიიღებთ თქვენს სატელეფონო ზარზე, ან შეტყობინების დატოვების შემთხვევაში უმოკლეს ვადაში დაგიკავშირდებიან.

3. ცენტრში შეგიძლიათ მოგვაკითხოთ თქვენთვის სასურველი დღეს, შაბათ-კვირის ჩათვლით, თქვენთვის სასურველ საათზე, 24 სთ-ის განმავლობაში (დილით ადრე ან გვიან საღამოსაც კი!)
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ წინასწარ.

4. ჩვენ ვითვალისწინებთ იმასაც, რომ სამსახურის სპეციფიკის გამო, უმეტესობას არ შეუძლია ბრუკლინში ჩამოსვლა, გარდა ამისა, ეს მგზავრობა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, ყველა ზემოჩამოთვლილ სამსახურს ცენტრი გაგიწევთ ფოსტის საშუალებით (თქვენი პრობლემები მოგვარდება ადგილზე, თქვენი სახლიდან გამოუსვლელად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე).

5. ცენტრი ყველა სახის მომსახურებას უმოკლეს ვადაში ახორციელებს. მაგალითად, დაბადების და სხვა სახის მოწმობების ნოტარიზებული თარგმანი ჩვენს ოფისში 15 წთ-ში ხდება, მინდობილობისა და თანხმობის აპოსტილით გაკეთებას მხოლოდ ერთი დღე სჭირდება.

6. ბევრი თქვენგანისათვის საქართველოს პასპორტის ვადის გაგრძელება ან ახალი პასპორტის აღება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგალითად, ყველამ არ იცის ამისათვის საქართველოს საკონსულოში რა საბუთების წარდგენაა საჭირო, სად შეიძლება იქნას მოძიებული საჭირო განცხადება-ფორმები, რა ზომის სურათებია საჭირო, სად შეიძლება დამზადდეს ისინი და ჩაიწეროს დისკზე, სად შეიძლება ე.წ. ”მანი ორდერი”-ს შეძენა და როგორ შეიძლება მისი შევსება, სად შეიძლება საბუთების გასაგზავნი სპეციფიკური კონვერტების და მარკების შეძენა, სად შეიძლება ქსეროასლების გადაღება, ან უბრალოდ, არ იცის ინგლისური ენა, რომ ე.წ. ”მანი ორდერ”-ზე და კონვერტზე მისამართების სწორი წარწერა გააკეთოს. ყოველივე ამას, იმის გამო, რომ ეს ყველაფერი სულ სხვადასხვა ადგილზეა მოსაძიებელი და შესაძენი, უზარმაზარი დრო და ენერგია მიაქვს.

ყოველივე ჩამოთვლილი პრობლემა შეგიძლიათ ერთბაშად, ერთხელ მოსვლით, მოაგვაროთ ჩვენს ოფისში. თქვენ შეგიძლიათ აქ გაეცნოთ პასპორტის ვადის გასაგრძელებლად ან ახალი პასპორტის ასაღებად საქართველოს საკონსულოში გასაგზავნი დოკუმენტების სიას, მიიღოთ სათანადო განცხადება-ფორმები, საჭიროების შემთხვევაში დაგიბეჭდავენ ნებისმიერი სახის განცხადებას, აქვე მიიღებთ საჭირო ე.წ.”მანი ორდერებს” და კონვერტებს, ოფისთან ახლოს გადაიღებთ სურათს და ჩააწერინებთ მას დისკზე რამდენიმე წუთში.

* გარდა ამისა, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ თუ მას პირადად არ შეუძლია პასპორტთან დაკავშირებული საქმის მოგვარება, ჩვენს ოფისში შეგიდგენენ მინდობილობას აპოსტილით, რათა თქვენი ნდობით აღჭურვილმა პირმა აწარმოოს თქვენს პასპორტთან დაკავშირებული საქმე საკონსულოში, აშშ-ში ან სამოქალაქო რეესტრში, საქართველოში (5დღეში).

7. ოფისში ასევე ხდება საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მისაღები დოკუმენტების მომზადებაში დახმარება. ჩვენს ოფისში მოგიწევთ, ერთხელ მოსვლა, ან მოგემსახურებით ფოსტით.

8. ზოგჯერ ინგლისური ენის არცოდნის, ზოგჯერ კი, ტესტის სირთულის, ან უბრალოდ, გამოცდაზე ნერვიულობის გამო, ზოგიერთ თქვენგანს უჭირს მართვის მოწმობის მისაღებად საჭირო თეორიის გამოცდის ჩაბარება. ამიერიდან თქვენ მარტო არ ხართ. ზემოაღნიშნულ ტესტზე თქვენ გამოგყვებათ თარჯიმანი, რომლის დახმარებითაც თქვენ აუცილებლად მიიღებთ დადებით შედეგს, რომელსაც ტესტის დასრულებისთანავე გაცნობებენ.

გთხოვთ, მოგვმართოთ პირებმა, რომლებიც ფლობენ ე.წ. “Social Security”- ს და ნიუ-იორკის შტატის მართვის მოწმობის აღება სურთ.

9. განქორწინება მტკივნეული პროცესია. ემოციური კატაკლიზმებისა და სოლიდური ფინანსური დანახარჯების გარდა ერთგვარ სირთულეებს ქმნის მისი ტექნიკურად მოგვარებისა და საბოლოო ჯამში განქორწინების მოწმობის აღების პროცესი. განსაკუთრებით ჭირს განქორწინების გაკეთება საქართველოში, სადაც პიროვნება ან თვითონ უნდა ჩავიდეს (რაც ფინანსურ და სავიზო პრობლემებთანაა დაკავშირებული), ან საქართველოში ძვირადღირებული ადვოკატი უნდა აიყვანოს.

ცენტრი გთავაზობთ განქორწინების მოწმობის აღებას უმოკლეს ვადაში, დროის, ემოციების და ფინანსების მინიმალური დანახარჯებით. ნიუ-იორკის შტატში განქორწინება ხდება თქვენი და თქვენი მეუღლის სასამართლოზე გასვლის გარეშე, ხოლო საქართველოში განქორწინება და განქორწინების მოწმობის მიღება ხდება საერთოდ სასამართლოს და ადვოკატის გარეშე, თქვენს იქ ჩაუსვლელად.

10. Green Card-ის ლატარეის გათამაშება შეგიძლიათ ჩვენი დახმარებით, სახლიდან გამოუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან (მათ შორის და არა მხოლოდ აშშ-დან, კანადიდან,
საქართველოდან და სხვ.)

ქართველ ემიგრანტთა მომსახურების ცენტრი აშშ-სა და კანადაში
3070 Brighton 1st Street, #A,
Brooklyn, NY, 11235, USA

(ნახეთ სამარშრუტო რუქა)

Tel: 718-490-3179; Fax: 347-713-5386

E-mail: qartveliemigrantiusa@yahoo.com

 

 


 

 

_________________________________________________