FAIL (the browser should render some flash content, not this).

 

ჩემი დიზაინი, ჩემი ცხოვრებაა...

*** დღეს ჩვენი სტუმარია, დიზაინერი ევა კაპანაძე, დაბადებული 1981 წლის 10 აპრილს. ქალაქ თბილისში. ამჟამად ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ–იორკის შტატში. სწავლობს და მუშაობს დიზაინის განხრით, კერძოდ ჩვენ ლაპარაკი გვაქვს თოჯინების დიზაინზე, ასევე: ჩანთები, ყელსაბამები, სამკაულები, ქუდები. მაგრამ ძირითადათ მაინც თოჯინების დიზაინთან გვაქვს საქმე, მერწმუნეთ რომ მართლაც არაჩვულებრივი და ულამაზესი დიზაინია, ალბათ დარწმუნდებით ფოტო გალერეის ნახვის შემდეგ. მაშ ასე, დღეს "გელანის" რესპოდენტია, ლამაზი და მომხიბვლელი ქალბატონი, დიზაინერი ევა კაპანაძე.

 

–––გელანი: ევა დიზაინი თქვენი მთავარი პროფესიაა თუ უბრალოდ ჰობია?

–––ევა: ალბათ ჰობია რომელსაც სერიოზულად ვეკიდები, ეს არის ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი ნაწილი.

–––გელანი: რომელი წლიდან დაიწყეთ მუშაობა ამ განხრით?

–––ევა: საერთოდ ბავშობიდან მიყვარდა ეს საქმე, მაგრამ 2003 წლიდან უკვე სერიოზულად მოვეკიდე ამ საქმეს.

–––გელანი: რას აპირებთ მომავალში? გაქვთ თუ არა გეგმაში გამოფენის მოწყობა? და რა არის თქვენი მიზანი?

–––ევა: ახლო მომავალში ვაპირებ გამოფენას, თუ როდის ზუსტი რიცხვი ჯერ არვიცი, რადგან ამას სჭირდება დიდი მუშაობა, ნელ–ნელა ვემზადები ამისთვის, მინდა ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მე მინდა, ასევე მიზნად მაქვს სწავლა დავიწყო 3D Max Studio Design-ის განხრით (სამ განზომილებიანი დიზაინი) დანარჩენს კი დრო მიჩვენებს.

–––გელანი: ამერიკაში თქვენი ჩამოსვლის მთავარი მიზეზი რა იყო?

–––ევა: ალბათ ცხოვრებისეული პირობები, კიდევ ის რომ აქ შესაძლებელია ოცნების რეალიზება. აქ ნამდვილად აფასებენ შენ შრომას, ეს ყველა ფაქტორი კი სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არ არის.

–––გელანი: ვინ არიან შენი ფავორიტი დიზაინერები და თუ აგიღია მათგან რაიმე ელემენტები რომელსაც შენ ნამუშევრებში გამოიყენებდი?

–––ევა: ასეთი დიზაინერები ძალიან ბევრია, ყველა ძალიან მომწონს და ვაფასებ, მაგრამ ჩემი დიზაინი განსხვავებულია და სხვის ნამუშევრების თუნდაც პატარა ელემენტებს არ ვიყენებ, რადგან ყოველი ჩემი ნამუშევარი ეს ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი ნაწილია.

–––გელანი: რას ეტყოდით და უსურვებდით ქართველ ემიგრანტებს?

–––ევა: ქართველ ემიგრანტებს ერთადერთი რაც მინდა უსურვო ეს არის დაბრუნებულიყვნენ ყველა თავიანთ ქვეყანაში ბედნიერები და გახარებულები.

–––გელანი: რას უსურვებდი გელანი ა.შ.შ–ს

–––ევა: ძალიან გამიხარდა რომ არსებობს ასეთი კომპანია და ქართველ ემიგრანეტებს გვერდში უდგას ყველანირად გისურვებთ წარმატებებს.

–––გელანი: გმადლობთ რომ დაგვთახმდით ინტერვიუს ჩაწერაზე, ჩვენი საიტის სტუმრებს კი ვთავაზობთ ევა კაპანაძის ნამუშევრების ფოტო გალერეას, რომელიც ძალიან ორიგინალური, ლამაზი და განსხვავებულია.

–––ევა: დიდი მადლობა.

იხილეთ ფოტო გალერეა და ისიამოვნეთ.

ასევე ნახეთ ევა კაპანაძის ვებ-საიტი.

p.s. 31 აგვისტოს "ყვითელ საღამოს" (იხილეთ გვერდზე შემდეგი შოუ) როგორც იცით გათამაშდება უამრავი პრიზი და მათ შორის ევა კაპანაძის მიერ ულამაზესი დიზაინით შექმნილი თოჯინები.

 

უკან დაბრუნება

   
users online

 


Copyright © www.gelanyusa.com. 2007-2008 All Rights Reserved