FAIL (the browser should render some flash content, not this).

 

გულის ძახილი "ნიუ-იორკში" (გოგა გოგილაშვილი)

 

*** მე, გოგიტა გოგილაშვილი, დავიბადე 1983 წლის 24 მაისს ქ. თბილისში. წარმოშობით ვარ კახელი, კერძოდ თელავიდან, სადაც მხოლოდ სამ წლამდე ვიცხოვრეთ, შემდეგ გადავედით ქ. რუსთავში და მთელი ჩემი ბავშვობა იქ გავატარე. დავამთავრე ქ.რუსთავის 22-ე საშუალო სკოლა. დაწყებითი ოთხი კლასი გავიარე მე-18-ე საშუალო სკოლაში, სადაც ჩემი დამრიგებელი იყო ეთერი კანდელაკი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს პოეზიურ განვითარებაში. 1992 წლის 26 ოქტომბერს დავწერე პირველი ლექსი "ტანჯული საქართველო", რომელიც ეთერი მასწავლებელმა დადებითად შემიფასა და მთხოვა გამეგრძელებინა ლექსების წერა. ეს იყო ჩემთვის დიდი სტიმული, რომელიც დღემდის შემომრჩა. ჩემი ლექსებით ჩატარებულა სკოლაში პოეზიის საღამოები. 11-12 წლის ასაკში ვიღებდი მონაწილეობას რუსთავი 2-ის საბავშო გადაცემა "მანუნაში", სადაც ვკითხულობდი ჩემს ლექსებს.
2002 წლის 10 მაისს ჩამოვედი ამერიკაში (Clifton, NJ), სადაც ძმა და მშობლები მელოდნენ.
Clifton-ის სკოლაში გავიარე ინგლისური ენის კურსი (ESL) და დავიწყე კომპიუტერის დამოუკიდებლად  შესწავლა. 
ჩემთვის ყველაზე ძვირფასია ხალხთან ურთიერთობა და მეგობრების შეძენაა, რაც აქ მაკლდა ყველაზე მეტად, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი სტუმართმოყვარეა და არ აკლია სტუმრიანობა. ამიტომ მინდოდა შემექმნა რაიმე ისეთი, სადაც ვირტუალურად შევიყრიდით თავს ქართველები სხვადასხვა ქვეყნიდან.  ამ მიზნით შევქმენი Chat-ი, რომელსაც ჩემი ლექსების კრებული მივამატე, შემდეგ, კინოები, მუსიკები და ა.შ.  2005 წლის 26 მაისს საფუძველი ჩაეყარა ჩემს საიტს  "gogaggg.com". ხალხს ძალიან მოსწონდა ჩემი ნამუშევარი, რომელსაც დღემდე სიამოვნებით ვაკეთებ.
ამ ხნის განმავლობაში ჩემი ლექსების კრებული თანდათან იზრდებოდა. ლექსები არის საქართველოზე, მეგობრობაზე, ნოსტალგიაზე, უმრავლესობა კი სიყვარულს ეძღვნება, რომლებშიც ვწერ იმას, რისი გამოხატვაც რელობაში მიჭირს. მათი უმეტესობა ღამით არის დაწერილი როდესაც მარტო ვრჩები და მეძლევა ფიქრის საშუალება.
ხალხის თხოვნით სექტემბრის ბოლოს გამოიცემა ჩემი ლექსების პირველი კრებული "გულის ძახილი", რომლის პრეზენტაციაც გაიმართება 29 სექტემბერს. 


   
__________ გოგა რატომ გადაწყვიტეთ ლექსების წერა?
გოგა: ლექსების წერა უცებ არ გადამიწყვეტია. 9 წლის ვიყავი როდესაც პირველი ლექსი საქართველოზე დავწერე. მომიწონეს და სტიმული მომცა ჩემს დამრიგებელმა. რამდენჯერმე რუსთავი2-ის ტელევიაზამაც მიმიწვია და ასე გაგრძელდა.


__________ როგორი სტილის ლექსებს წერთ? რომელი დრო უფრო არის თქვენთვის შესაფერისი ლექსის დასაწერად?
გოგა: ყველა სტილის ლექსი შემიძლია დავწერო, ყველაზე და ყველაფერზე. საერთოდ ღამე მიყვარს ლექსების წერა, მითუმეტეს თუ წმინდა ცაა და ნათელი მთვარე.


___________ რატომ გადაწყვიტეთ წიგნის გამოცემა? წიგნი სად დაიბეჭდა და რა ტირაჟით.
გოგა: წიგნის გამოცემა უფრო ხალხის მოთხოვნილებით გადავწყვიტე. გამოიცა თბილისში, ამ ჯერად 200 ტირაჟი ამ საღამოსთვის და გამოცემა გრძელდება.


__________ჩვენ ვიცით რომ თქვენ გაქვთ პირველი წიგნის პრეზენტაცია ნიუ-იორკში (ა.შ.შ–ში) როდის ჩატარდება და ვინ არის პროდიუსერი?
გოგა: პრეზენტაცია დაგეგმილია ამა წლის სექტემბრის ბოლოს. პროდიუსერია GelanyUSA.


__________ეს იქნება მხოლოდ პოეზიის საღამო თუ რაიმე შოუ გველის წინ?
გოგა: პოეზიასთან ერთად იქნება ქართული ცეკვები და სიმღერები რომ "ვიგრძნოთ თავი სამშოლოში".


__________ თქვენ ცხოვრებაში არსებობს ისეთი პიროვნება რომელსაც თქვენი ლექსებიდან ბევრი ეკუთვნის?
გოგა: კი რათქმაუნდა და ეს წიგნი 90% მას ეძღვება. ვინაობა საიდულოა.


__________ რთულია ემიგრანტათ ცხოვრება?
გოგა: კი ძალიან ბევრი სითბო და სიყვარული გვაკლია. აქ თავს შებოჭილად ვგრძნობ, მაგრამ აქ ყოფნით ცხოვრების დიდი გამოცდილება მივიღე.


___________ რას ფიქრობ? ხალხი დააფასებს შენ შრომას?
გოგა: უკვე დააფასეს, მე ამდენსაც არ მოველოდი და ძალიან ბედნიერი ვარ ამით.


__________ რა არის შენი მთავარი მიზანი.
გოგა: გავეცნო მთელ საქართველოს.


__________ რატომ დაარქვი წიგნს გულის ძახილი?
გოგა: ჩემი ყველა სიტყვა გულიდან ამოძახილია.


__________ შენი საუკეთესო ლექსებიდან გთხოვ ერთ–ერთი შენთვის ძვირფასი ლექსი დაგვიწერო.

,,როცა დავშორდი ჩემს საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი,
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი.

სჯობს ღარიბობა ჩემს სამშობლოში
სჯობს რომ მესმოსმოდეს ენა ქართული
ისეტი სწრაფად მიფრინავს წლები
თითკოს თამაშით ვიყო გართული.

როდესაც გავხდი მე ემიგრანტი
შევიწროვება ვიგრძენი მაშინ
უცხო კანონებს ვემორჩილები
დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი.

ჩემს სამშობლოში მე ფრთები მესხა
და პატრიოტი კართველი მერქვა
მე იქ შემეზლო ჩემი ლექსები
ხალხის წინაშე ხმამაღლა მეთქვა.

სადაც ვიქნები სულ მეყვარება
ჩემი მთები და ჩემი ბუნება
რაც მთავარია მემახსოვრება
"მამული, ენა, სარწმუნობა".

როცა დავშორდი ჩემს საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი,
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი"


__________ ვინ არის შენი საყვარელი პოეტი და მწერალი?
გოგა: გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი, გოდერძი ჩოხელი და სხვა...


__________ ასევე ვიცით რომ შენ გაქვს საიტი www.gogaggg.com , რომელიც რეიტინგის მიხედვით ქართული საიტების საუკეთესო ათეულში შედის. შენთვითონ აკეთებ საიტს? რამდენი ხანია მაგ სფეროში მუშაობ? 
გოგა: კი მეთვითონ ვაკეთებ ორ წელიწადზე მეტია.


__________ კიდევ აგრძელებ საიტთან მუშაობას?
გოგა: კი რათქმაუნდა. მაქვს ახალი პროექტები გეგმაში.


__________ რას ფიქრობ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზე?
გოგა: დღეს საქართველო კრიტიკულ მდგომარებაშია. ალბათ ოდესღაც აყვავდება მაგრამ სამწუხარო ის არის რომ მე ვერ მოვესწრები ამას.


__________რას უსურვებდი ქართველებს ამერიკაში და საქართველოში.
გოგა: გაერთიანებას.

__________გმადლობთ ინტერვიუსთვის და გისურვებთ წარმატებებს.
გოგა: გმადლობთ.

***წარმატება უსურვოთ ახალგაზრდა, მომავალ პოეტს გოგა გოგილაშვილს, დარწმუნებულები ვართ რომ იგი არაერთხელ ასახელებს სამშობლოს. იმედი გვაქვს 29 სექტემბრის საღამო წარმატებული იქნება, ეს ნამდვილად ისტორიული ფაქტია. პირველად ამერიკაში, ქართველი ემიგრანტებისთვის, ქართველი ემიგრანტის წიგნის პრეზენტაცია."გულის ძახილი" ღმერთი გფარავდეთ...

უკან დაბრუნება

   
users online

 


სიახლე
აუდიო, ვიდეოფოტო გალერეარადიო შემდეგი შოუპროექტებიაფიშა ინტერვიუცნობარი
ფორუმი და ჩეტიგართობაბმულებიარქივიჩვენ შესახებკონტაქტი

Copyright © www.gelanyusa.com. 2007-2008 All Rights Reserved