20 ივნისს, დღის 12:30-ზე ,,ნინოს სკოლა” გიწვევთ ქართული სიმღერის კონკურსზე დო რე მი, რომელიც პირველად გაიმართება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

Address: West Side YMCA
5 West 63rd Street
New York NY 10023

(Between Broadway & Central Park West)

მეტროს ხაზი – 1
გაჩერება – 66 Street
ბილეთის ფასი: $ 20 (უფროსების) $10 (ბავშვების)

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 201-294-9921

First In America Nino’s School Represents
Georgian Singing Competition

Do Re Me
Saturday, June 20, 2009 at 12:30pm
Address: West Side YMCA
5 West 63rd Street
New York NY 10023

(Between Broadway & Central Park West)
Subway # 1
Stop -  Lincoln Center 66 ST
Tickets: $20 Adults
$10 Children

For Information call at 201-294-9921

 


` ` ` ` ` პირველად ამერიკაში ქართული სიმღერის კონკურსი დო, რე, მი, რომელიც ,,ნინოს სკოლის’’ ინიციატივით 20 ივნისს ნიუ იორკში ჩატარდება, უმასპინძლებს 18 წლამდე ასაკის ყველა ნიჭიერ ქართველს და მათ, ვისაც ქართულად სიმღერის შესრულება შეუძლია.
` ` ` ` ` გამარჯვებულს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს და საუკეთესო შემსრულებელი გაიგზავნება საქართველოში ,,ანა-ბანას” ფესტივალის შესარჩევ ტურში მონაწილეობის მისაღებად. აგრეთვე საქართველოში ყოფნისას მისთვის სპეციალურად დაწერილ სიმღერაზე კონკურსანტი შეასრულებს დუეტს რომელიმე ცნობილ მომღერალთან და მისთვის გადაიღებენ ვიდეო-კლიპს.
` ` ` ` ` გარდა ამისა გაიმართება ნომინაცია შემდეგი პრიზების მოსაპოვებლად:
მაყურებლის სიმფათია, საუკეთესო სიმღერის ტექსტი, საუკეთესო კოსტუმი, საუკეთესო თმის ვარცხნილობა, საუკეთესო შესრულების მანერა, თეატრალურობა ან პლასტიკა და სხვა…
` ` ` ` ` ნინოს სკოლის საინფორმაციო მხარდამჭერი საპროდიუსერო ცენტრი ,,გელანი’’
` ` ` ` ` ,,ნინოს სკოლა” ნიუ იორკში, მანჰეტენზე მე-2 ქუჩაზე (East Village) მდებარე წმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ფუნქციონირებს. სკოლის დამფუძნებელმა ნინო ჩოგოვაძემ, რომელიც ამ საქმეს ამერიკაში 2006 წლიდან ჩაუდგა სათავეში, ამა წლის თებერვლიდან განაახლა მუშაობა ტაძარში.
` ` ` ` ` ნინო მასწავლებლის საკვირაო სკოლაში 5 დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებიან. სწავლება სტანდარტულ სკოლებთან შედარებით განსხვავებული მეთოდით მიმდინარეობს. სკოლაში ქართული ენა, ლიტერატურა, ისტორია, საბუნებისმეტყველო საგნები და მათემატიკა კომბინირებული მეთოდით შეისწავლება. აგრეთვე ფუნქციონირებს ნინოს სკოლასთან არსებული ქართული ცეკვის სტუდია (ქორეოგრაფები: მირანდა გაბუნია) და დრამატული წრე (სამხატვრო ხელმღვანელი სოსო თოლორაია).
` ` ` ` ` მომავალი სასწავლო წლიდან ,,ნინოს სკოლის” მოსწავლეებს საინტერესო სიურპრიზი ელოდებათ. მათ ნინო მასწავლებელმა იაკობ გოგებაშვილის დედაენის მიხედვით ქართულ-ინგლისური დედაენა შეუდგინა, რაც უფრო გაუიოლებს ქართველ ამერიკელებს ენის შესწავლას.
` ` ` ` ` სკოლაში აგრეთვე დანერგილია გასვლითი გაკვეთილები, რომელიც ტარდება სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებზე, სადაც მოსწავლეები ამერიკის კულტურას და ისტორიას ქართულ ენაზე ეცნობიან.
` ` ` ` ` სასწავლო წლის ბოლოს კი გამოვა წიგნი სახელწოდებით: ,,ჯანმრთელი პროდუქტი სწრაფად და გემრიელად’’, რომელიც სკოლის მოსწავლეების საყვარელი კერძების რეცეპტებისაგან იქნება შედგენილი.
` ` ` ` ` სკოლის ხელმძღვანელების მიერ საქველმოქმედო პროგრამაც შემუშავებულია. ქართველი ბავშვებისათვის გროვდება ტანსაცმელი, სათამაშოები, სასკოლო ინვენტარი და საჩუქრები, რომლებიც საქართველოში ბავშვთა დახმარების სხვადასხვა ობიექტებს გაეგზავნება. სკოლის მოსწავლეები კი თავიანთ ყულაბაში ყოველ საღამოს, ძილის წინ ,,სიხარულს” აგროვებენ, რათა საქართველოში იმ ბავშვებს გაუგზავნონ, ვინც შარშან აგვისტოს ომი გამოიარა.

ევა კაპანაძე
აღმასრულებელი დირექტორი

"მე დღეს პიკასო ვარ"

"მხიარული წინდები"
"პატარა მზარეულები"