ძალისმიერი სამჭიდი
ბორის სარალიძე და ვეფხო ჯმუხაძე
***საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები, რეკოდსმენები, ა.შ.შ–ის და მსოფლიო ჩემპიონები. საერთაშორისო კლასის ოსტატები, დამსახურებული მწვრთნელები და უმაღლესი კატეგორიის მსაჯები. დიახ ბატონებო, დღეს ჩვენი სტუმრები არიან ბატონი ბორის სარალიძე და ვეფხია ჯმუხაძე. ***ამ სპორტის სახეობამ ამ ბოლო დროს დიდი პოპულარობა მოიპოვა როგორც საქართველოში ისე საზღვრებს გარეთ...
***ბორის სარალიძე: დაბადებული 1973 წლის 19 დეკემბერს. ვეფხია ჯმუხაძე: დაბადებული 1976 წლის, 24 ნოემბერს. 1998 წლიდან ცხოვრობენ ა.შ.შ–ში. ამჟამად ემზადებიან მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც გაიმართება ნოემბრის თვეში. აპირებენ საქართველოს ნაკრების ჩამოყვანას შტატებში, მალე გაიმართება "არნოლდ შვარცნაიგერის" ტურნირი და ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება რომ სპორტსმენებმა მოიპოვონ ლიცენზია და მიიღონ მონაწილეობა. დაწვრილებით იხილეთ შემდეგ ვებ საიტზე: http://www.arnoldsportsfestival.com ,აღსანიშნავია რომ ბატონ ბორისის ძმა ნიკოლოზ სარალიძე გახლავთ საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტი. ამ ეტაპზე საქართველოში მიმდინარეობს სპორტსმენების შერჩევა (საქართველოს მთლიანი მაშტაბით სხვადასხვა ტურნირების, შედეგების მიხედვით).
–––რამდენი წელია რაც ამ სპორტის მიმდინარეობას მიჰყვებით და თქვენი ტურნირებიდან რომელ ტიტულს მიანიჭებდით უპირატესობას და მნიშვნელობას?
–––1993 წლიდან (16წლის ასაკიდან) მივსდევ ამ სპორტს, მასში ყოველთვის ვხედავდი განსაკუთრებულ სიძლიერეს, პატარაობიდანვე მინდოდა მიმეღწია იმას, რასაც მსოფლიო ჩემპიონობა ჰქვია. რაც შეეხება მეორე შეკითხვას: მოგეხსენებათ მსოფლიო ჩემპიონობა უმაღლესი ტიტულია, მაგრამ მინდა ავღნიშნო რომ მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატზე დავამყარე რეკორდი. რომელიც ჩემთვის მოულოდნელი და ძალზედ სასიხარულო იყო.
–––საქართველოში რა ხდება ამ სპორტის სახეობაში? არი თუ არა სიახლე?
–––მოგეხსენაბათ ამ სპორტმა დაიწყო ნელ ნელა პოპულარიზაცია... ამ ეტაპზე მიმდინარეობს კლუბების გახსნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში. იგეგმება საერთაშორისო ტურნირების ჩატარება, მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიო ფედერაციასთან (ა.შ.შ–ში), ჩვენი სურვილია რომ ეს სპორტის სახეობა (ძალისმიერი სამჭიდი) საქართველოში გახდეს პოპულარული და მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის. გვინდა რომ მომავალი თაობა აღიზარდოს ცხოვრების ჯანსაღი წესით. ამ საქმეში ვართ ცხრა წელია და სანამ სული გვიდგას ყველანაირად ვეცდებით გავაკეთოთ მახსიმალური რაც შესაძლებელია. იმედი გვაქვს გვერდში დაგვიდგება როგორც ქართველი ასავე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
–––გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის და წარმატებებს გისურვებთ. იმედი გვაქვს კიდევ ერთხელ და ბევრჯერ ასახელებთ ჩვენ პატარა, ლამაზ საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ.
ესაუბრა: ნიკოლოზ გელაშვილი
 
------p.s როგორც უკვე იცით ბორისი და ვეფხო 18 მარტის (პირველი ნაბიჯი) შოუს სტუმრები იყვნენ, სადაც ნაჩვენები იყო ტურნირებიდან კადრები: იხილეთ ვიდეო რგოლი. ასევე ნახეთ ქართული გაზეთებიდან სტატიები: სტატია 1, სტატია 2.
უკან დაბრუნება
|